English English Français Deutsch Italiano Español Português Dutch Dansk Svenska Norsk Suomi Русский Georgian Magyar Hrvatski Polski Română Eesti Keel Čeština Slovenčina 漢語 Arabic 

ხშირად დასმადი კითხვები

Ask your question:

1.როგორ გავაგზავნოთ და მივიღოთ ფაქსები

სად და როდის შემიძლია ფაქსების მიღება-გაგზავნა Popfax.com -ის მეშვეობით?

  • თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ და გააგზავნოთ ფაქსი ნებისმიერ დროს. ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7
  • თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ ფაქსი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ამისTვის საკმარისია ინტერნეტის საშუალებით შეხვიდეთ თქვენს Popfax.com -ის ანგარიშზე
  • Popfax.com -ის მომსახურება არ საჭიროებს რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას. იგი მუშაობს ნებისმიერ ოპერატიულ სისტემასთან.

რა არის ჩემი ფაქსის ნომერი?

  • ჩვენ მოგანიჭებთ ლოკალურ ნომერს ფაქსების მისაღებად. არ იქნება არავითარი განსხვავება Popfax.com -ს მიერ გაცემული ნომრისა და კლასიკური ფაქსის აპარატის ნომერს შორის
  • ეს ნომერი არის პერსონალური, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის განუსაზღვრელად ჩვენს მომსახურებაზე ხელმოწერის განმავლობაში

რა უნდა გავაკეთო, თუ მე უკვე მაქვს ფაქსის ნომერი?

  • თუ თქვენ უკვე გაქვთ ფაქსის ნომერი , შეგიძლიათ იგი გადაამისამართოთ თქვენი Popfax.com - ის ნომერზე. თქვენ გააგრძელებთ ფაქსების მიღებას და შესძლებთ მათ მართვას თქვენი Popfax.com-ის ანგარიშიდან ან ელ.ფოსტიდან.
  • Popfax.com -ი არ უზრუნველყოფს გადაგზავნის სერვისს, ეს მომსახურება უნდა უზრუნველყოს თქვენმა სატელეფონო კომპანიამ

როგორ მივიღებ და როგორ ვნახავ ჩემ ფაქსებს?

  • ფაქსის მიღებისთანავე იგი ხელმისაწვდომი გახდება თქვენს Popfax -ის საფოსტო ყუთში. თქვენ შესძლებთ ნახოთ, დაბეჭდოთ, გადააგზავნოთ ელ.ფოსტაზე ან შეინახოთ თქვენი ანგარშის საქაღალდეში (თუ თქვენ მოეწერეთ მეხსიერების გაფართოებულ ოფციაზე )
  • თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ ელ.ფოსტაზე გადაგზავნის ოფცია, ჩვენ გამოგიგზავნით ფაქსის კოპიას მიმაგრაბულ ფაილში. ამასთან ერთად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ ეს ფაქსი Popfax.com-ზე

როგორ შევიტყობ ახალი ფაქსის მოსვლას?

  • ჩვენ გამოგიგზავნით საფოსტო შეტყობინებას ფაქსის მიღებისთანავე.
  • თუ თქვენ გააქტიურეთ შესაბამის ოპციას, შესძლებთ SMS შეტყობინების მიღებას. SMS -ის ღირებულება გამოიქვითება თქვენი საავანსო ანგარიშიდან

შემიძლია საზღვარგარეთიდან ფაქსების მიღება?

  • დიახ, ნომრებს რომლებსაც გთავაზობთ Popfax.com -ი არ აქვს შეზღუდვა. იხილეთ საერთაშორისო დარეკვის წესები საზღვარგარეთიდან დარეკვის დროს.

როგორ გავაგზავნო ახალი ფაქსი?

  • თქვენ შეგიძლიათ ძალიან ოილად გააგზავნოთ ფაქსი თქვენი ონლაინ Popfax.com -ის ანგარიშიდან. ამისთვის საკმარისია მიუთითოთ ადრესატის ნომერი და აირჩიოთ გასაგზავნი დოკუმენტი კომპიუტერიდან. გაგზავნის წინ გადაამოწმეთ ადრესატი, დოკუმენტის შემცველობა და მდებარეობა და გააგზავნეთ.

Can I send a fax to a group of recipients from my address book at once?

  • Yes, you can merge up to 10 contacts from the address book and send faxes or SMSs to this group very easily from the “Contact book” page. This feature is included into the Options Pack.

როგორ გავიგო , რომ ჩემი ფაქსი სწორად არის მიღებული?

  • ფაქსის გაგზავნის შემდეგ მოგივათ შეტყობინება მისი წარმატებულად გაგზავნის შესახებ , ან პრობლემის შემთხვევაში , გადაცემის შეცდომის ტიპის შესახებ.
  • თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი გზავნილის სტატუსი და კოპია "Outbox" -ში თქვენს Popfax.com -ზე გახსნილ ანგარიშზე
  • გაგზავნების ჯურნალი ხელმისაწვდომია მენიუში სახელწოდებით ისტორია თქვენს ანგარიშზე

შემიძლია საზღვარგარეთ ფაქსების გაგზავნა?

  • დიახ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საერთაშორისო აკრეფის წესები

2.მომსახურებაზე ხელმოწერა

რორგო შემიძლია მივიღო Popfax.com -ის სერვისები?

  • იმისთვის რომ გამოიყენოთ Popfax.com -ის მომსახურება საჭიროა დროულად გააგრძელოთ ხელმოწერა
  • მომსახურებაზე ხელმოწერის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ და მიიღოთ ფაქსები.ფაქსების მიღება უფასო და შეუზღუდავია, ხოლო გასაგზავნად თქვენ უნდა გქონდეთ თანხა წინასწარი გადახდის ანგარიშზე

შემიძლია მივიღო ფაქსები, დაუყოვნებლივ, გადახდის შემდეგ?

  • დიახ. ჩვენს მომსახურებაზე ხელმოწერისთანავე ხელმისაწვდომი გახდება თქვენი პერსონალური პარამეტრები , სადაც თქვენთვის მინიჭებულ ნომერზე ,შესაძლებელი იქნება ფაქსების მიღება

რა არის გადახდის შესაძლო მნიშვნელობები?

  • თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ ონლაინ გადახდა საკრედიტო ბარათით, ასეთი გადახდა არის დაცული. ინფორმაცია თქვენი საკრედითო ბარათის შესახებ იგზავნება პირდაპირ ჩვენს ფინანსურ პარტნიორთან და ჩვენთვის იგი არ არის ხელმისაწვდომი. ასევე შეიძლება გადახდის ისეთ სახეების გამოყენება როგორიცაა საბანკო გადარიცხვა და PayPal
  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მომსახურება ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით, ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ Popcode ბარათს, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეავსოთ თქვენი Popfax.com -ის ანგარიში და მიიღოთ შესაბამისი მომსახურება .

როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი «Popcode»?

  • Popcode-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ახალი ანგარიში, ან თუ უკვე ხართ Popfax.com -ის მომხმარებელი, გააფართოვოთ თქვენი სერვისები.
  • თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ანგარიში, მთავარ გვერდზე დააწკაპუნეთ "შეიყვანეთ Popcode" და თქვენი პოპკოდის შეყვანით მოეწერეთ ჩვენს მომსახურებაზე. ანგარიში ავტომატურად შეივსება ბარათის ნომინალური თანხით და იმ მომსახურებით რომელიც შეესაბამება თქვენს პოპკოდს.
  • თუ თქვენ უკვე გაქვთ ანგარიში , თქვენი სერვისების გასაფართოებლად ანგარიშის მართვის გვერდზე დააწკაპუნეთ ლინკზე . სერვისების გაგრძელების გვერდზე მოხვედრის შემდეგ შიყვანეთ თქვენი პოპკოდი

როგორ უნდა გამოვიყენო ჩემი «Promocode»?

  • თქვენი წამახალისებელი კოდი საშუალებას გაძლევთ ფასდაკლებით შეიძინოთ Popfax.com -ის მომსახურება ონლაინში.
  • თუ თქვენ უკვე გაქვთ წამახალისებელი კოდი ანუ "პრომოკოდი" , შედით ხელმოწერის გვერდზე, აირჩიეთ შესაკვეთი ელემენტები, შესაბამის უჯრედში ჩასვით თქვენი კოდი და გააგზავნეთ შეკვეთა
  • თუ თქვენ უკვე გაქვთ ანგარიში , თქვენი სერვისების გასაფართოებლად ანგარიშის მართვის გვერდზე დააწკაპუნეთ ლინკზე . სერვისების გაფართოების გვერდზე მოხვედრის შემდეგ აირჩიეთ სასურველი სერვისი და შეიყვანეთ თქვენი პრომოკოდი შესაბამის უჯრედში.

რა არის შენახვის ოპცია?

  • ყველა გაგზავნილი და მიღებული დოკუმენტი ინახება ჩვენს სერვერებზე 30 დღის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ ისინი ნებისმიერ დროს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ 20 მეგაბაიტ ჩასაწერ სივრცეს თითოეული მომხმარებლისთვის. ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში ჩვენ ავტომატურად წავშლით ფაქსებს მათი მიღების თარიღის მიხედვით (ყველაზე ძველი პირველ რიგში).
  • თუ თქვენ გინდათ შეინახოთ მიღებული ფაქსები დიდი ხნის განმავლბაში, შეგიძლიათ შეიძინოთ 2 გიგაბაიტი დამატებითი მეხსიერების სივრცე ( ექვემდებარება აქტიურ ხელმოწერას). ეს ოპცია საშუალებას იძლევა ფაქსის საქაღალდის შექმნისა და არქივირებისა მიმღებ(Inbox) ყუთში.

3. ანგარიშის მენეჯმენტი

როგორ შემიძლია ვმართო ჩემი ანგარიში?

  • ელ.ფოსტისა და პაროლის შეყვანის შემდეგ თქვენს ანგარიშზე მოხვედრისას, აირჩიეთ სათაური '"ანგარიშის მართვა" , ეს საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ანგარიში.

შემიძლია მქონდეს ფაქსის სხვადასხვა ნომერი?

  • დიახ,თუმცა თქვენ მოგიწევთ რამოდენიმე ანგარიშის გახსნა სხვადასხვა ელ.ფოსტის მისამართის მითითებით

შემიძლია მივიღო ფაქსები ელ.ფოსტის სხვადასხვა მისამართზე?

  • დიახ, შეგიZლიათ შეხვიდეთ თჟვენს მიერ დარეგისტრირებულ ანგარიშზე და “ანგარიშის მართვის” გვერდიდან მოახდინოთ განაწილების ცხრილის მოდიფიკაცია . ეს ფუნჟცია გათვალისწინებულია ოპციონალურ პაკეტში.

4. წესები საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად

როგორ შემიძლია მივიღო ფაქსი საზღვარგარეთიდან?

  • თქვენთან ფაქსის გამოსაგზავნად, გამომგზავნმა უნდა აკრიფოს საერთაშორისო დაშვების კოდი ( ძირითად ქვეყნებში ეს კოდია 00). შემდეგ თქვენი ფაქსის ნომერის შესაბამისი ქვეყნის კოდი და ფაქსის ნომერი.
    • თუ თქვენი ფაქსის ნომერი არის დიდი ბრიტანეთის,თქვენი ნომრის საზღვარგარეთიდან ასაკრეფად ჩვენ წავშლით ლოკალურ კოდ «0» -ს და ჩავამატებთ ქვეყნის კოდ «44»-ს (მაგ. ნომერი 020 12345678 გარდაიქმნება 00 44 20 12345678);
    • თუ თქვენი ფაქსის ნომერი არის ფრანგული,თქვენი ნომრის საზღვარგარეთიდან ასაკრეფად ჩვენ წავშლით ლოკალურ კოდ «0» -ს და ჩავამატებთ ქვეყნის კოდ «33»-ს (მაგ. ნომერი 01 87654321 გარდაიქმნება 00 33 1 87654321);
    • თუ თქვენი ფაქსის ნომერი არის ესპანეთში,თქვენი ნომრის საზღვარგარეთიდან ასაკრეფად ჩვენ დავამატებთ ქვეყნის კოდ «34»-ს (მაგ. ნომერი 91 123456 გარდაიქმნება 00 34 91 123456);
    • თუ თქვენი ფაქსის ნომერი არის გერმანიაში,თქვენი ნომრის საზღვარგარეთიდან ასაკრეფად ჩვენ წავშლით ლოკალურ კოდ «0» -ს და ჩავამატებთ ქვეყნის კოდ «49»-ს (მაგ. ნომერი (0) 87654321 გარდაიქმნება 00 49 87654321);
    • თუ თქვენი ფაქსის ნომერი არის იტალიური,თქვენი ნომრის საზღვარგარეთიდან ასაკრეფად ჩვენ დავამატებთ ქვეყნის კოდ «39»-ს (მაგ. ნომერი 06 123456 გარდაიქმნება 00 39 06 123456);

როგორ შემიძლია გავაგზავნო ფაქსი საერთაშორისო მიმართულებებზე?

  • ფაქსის საქღვარგარეთ გასაგზავნათ უნდა გამოიყენოთ საერთაშორისო აკრეფის წესები
  • თუ თქვენ აგზავნით ფაქსს დიდ ბრიტანეთში, ნომრის ასაკრეფად, გამოიყენეთ «+», დაამატეთ ქვეყნის კოდი «44», შემდეგ ლოკალური ნომერი «0»-ის გარეშე. (მაგ: ნომერი 020 12345678 იქნება + 44 20 12345678).
  • თუ თქვენ აგზავნით ფაქსს საფრანგეთში, ნომრის ასაკრეფად, გამოიყენეთ «+», დაამატეთ ქვეყნის კოდი «33», შემდეგ ლოკალური ნომერი «0»-ის გარეშე. (მაგ: ნომერი 01 12345678 იქნება + 33 1 12345678).
  • თუ თქვენ აგზავნით ფაქს გერმანიაში, ნომრის ასაკრეფად, გამოიყენეთ «+», დაამატეთ ქვეყნის კოდი «49», შემდეგ ლოკალური ნომერი «0»-ის გარეშე. (მაგ: ნომერი (0) 87654321 იქნება + 49 87654321).
  • თუ თქვენ აგზავნით ფაქსს იტალიაში, თქვენი ნომრის ასაკრეფად, გამოიყენეთ «+», დაამატეთ ქვეყნის კოდი «39», შემდეგ ლოკალური ნომერი . (მაგ: ნომერი 06 123456 იქნება + 39 06 123456).

ფაილის ფორმატები რომლებიც მიესადაგება ჩვენს გასაგზავნ მექნიზმს

ფაილთა ფორმატები, რომელთა მხარდაჭერაც გააჩნია Popfax - ს:

დოკუმენტის ტიპი გაფართოება
Microsoft Word DOC, DOCX
Microsoft Excel XLS, XLSX
Microsoft PowerPoint PPT, PPTX
OpenDocument Text ODT
OpenDocument Spreadsheet ODS
OpenOffice Writer SXW
OpenDocument Presentation ODP
Adobe Portable Document Format PDF
Adobe Postscript PS
Windows Bitmap BMP
Compuserve Graphics Interchange Format GIF
JPEG Joint Photography Experts Group JPG, JPEG
Tagged Image File Format (TIFF) TIF, TIFF
Encapsulated Postscript EPS
Rich Text Format RTF
Plain Text TXT

6. Fax mailing

მე მსურს გავაგზავნო რამდენიმე ათასი ფაქსი ყოველთვიურად

  • კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან ფაქს გზავნილებს(10,000 - ზე მეტი გზავნილი თვეში), შეუძლიათ მოაწერონ ხელი სპეციალურ კონტრაქტს და მიიღონ სარგებელი საგანგებოდ მათთვის შემუშავებული ტექნიკური და კომერციული წინადადებისგან.დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წერილობითდაგვიკავშირდეთ და მიუთითოთ თქვენი სამუშაუოს მოცულობა და საკონტაქტო დეტალები. ჩვენი გაყიდვების მენეჯერი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.

მე მსურს გავაგზავნო ფაქსი რამოდენიმე მიმღებთან

  • ელ.ფოსტიდან ფაქსის გაგზავნის ოფცია საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ ფაქსი ერთდროულად რამოდენიმე მომხმარებელთან (91-დან 500-მდე). მომსახურების პაკეტი "მხოლოდ გაგზავნა" შეიცავს ამ ოფციას.

მე მსურს გავაგზავნო 10 - დან 20 ფაქსამდე ყოველდღიურად.

  • სამომხმარებლო ინტერფეისი საკმაოდ ამარტივებს ფაქსების გაგზავნას და არის იმდენად მოსახერხებელი რომ თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ გააგზავნოთ ათი , ოცი ან მეტი ფაქსი დღეში.

Popfax.com ინრეგრირება თქვენთვის სასურველ გარემოში

  • თქვენ შეგიძლიიათ მოახდინოთ Popfax.com -ის გადაწყვეტების ინტეგრირება ნებისმიერ გარემოში ელ.ფოსტის საშუალებით და გააგზავნოთ ერთი ან მრავალი ფაქსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პროდუქცია

უფასო ცდა

სცადეთ ჩვენი მომსახურება უფასოდმხოლოდ რამოდენიმე დაწკაპუნებით

ინფორმაცია საკრედიტო ბარათის თაობაზე არ მოითხოვება

გაგზავნა & მიღება

  • ადგილობრივი ფაქსის ნომერი
  • განუსაზღვრელი მიღება
  • ფაქსის გაგზავნის დაბალი ტარიფები

5.49 USD/თვე

ფაქსმეილინგი & მხოლოდ გაგზავნა

  • გააგზავნეთ ფაქსები ვებით ან ელ.ფოსტით
  • მრავალ მიმართულებიანი ფაქს გზავნილი

0.07 USD/ფურცელი
0.14 USD/SMS